суббота, 5 декабря 2015 г.

ღია გაკვეღილი-How to Read a Map

 2015 წლის 26 ნოემბერს N51 საჯარო სკოლაში VII კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში. გაკვეთილის მიზანი იყო რუკის გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა; მასშტაბის გამოყენებით მანძილის გამოთვლა; ტოპოგრაფიული რუკის გამოყენებით მარშრუტების დადგენა; გეოგრაფიული ტერმინოლოგიის შესატყვისი ინგლისური თარგმანის გამოყენება რუკების წაკითხვისა და გეოგრაფიული აქტივობების შესასრულებლად.




                                                                      



                                                                                                                  
                                             
                                                                       


                                                                                                                          

воскресенье, 21 июня 2015 г.

суббота, 16 мая 2015 г.

ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში

2015 წლის 14 მაისს 51 საჯარო სკოლაში მეათე კლასში ჩატარდა ღია შემაჯამებელი გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში. თემაზე:"ევროპის სახელმწიფოები".

пятница, 19 декабря 2014 г.

ღია გაკვეთილი-სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები

17 დეკემბერს №51 საჯარო სკოლაში, XI კლასში, ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში-"სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები".

воскресенье, 13 апреля 2014 г.

სტუმრად №51 საჯარო სკოლაში

   პროექტი "სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით" ამჯერად განხორციელდა №51 საჯარო სკოლაში. 2014 წლის 11 აპრილს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი "გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება". VIII2 კლასის მოსწავლეებმა ნახეს ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონიოს მოთხრობის "ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა" ეკრანიზაცია. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ლალი თანიაშვილმა გეოგრაფიის მასწავლებელ-მაია მაძღარაშვილთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით კლასში მოაწყო დისკუსია.
 



суббота, 5 апреля 2014 г.

ექსკურსია პლანეტარიუმში

4 აპრილს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პლანეტარიუმის დასათვალიერებლად. ბატონმა გიორგი კობერიძემ მოსწავლეებს გააცნო საინტერესო მასალა მზის სისტემის, ირმის ნახტომის და სხვა ციური სხეულების შესახებ. გუმბათისებურ ეკრანზე მათ ნახეს პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობა, მზის და მთვარის დაბნელება.
.

четверг, 19 декабря 2013 г.

ეკო კლუბი

   ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების და ესთეტიკის კათედრის ინიციატივით შეიქმნა ეკო კლუბი, რომლის მიზანია გარემსდასცვითი განათლების დამკვიდრება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება სკოლაში. ეკო კლუბის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას   ღებულობენ სკოლის თვითმმარეთველობის ჯგუფის წევრები.
         1. გარემოსდაცვითი განათლება:
        ეკო კლუბის ინიციატივით VIII-XI კლასის მოსწავლეებმა ნახეს ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები. 
         2. გარემოსდაცვითი ღონისძიებები:
         ა). სკოლის მოსწავლეებმა ვეფ-ფვერდზე დადეს ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი კითხვები და მოახდინეს შედეგების ანალიზი;
          ბ). 19 დეკემბერს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მუყაოს ყუთისგან შექმნეს საახალწლო ნაძვის ხე, ხოლო ერთჯერადი ჭიქების და ბოთლებისგან ნაძვის ხის მოსართავი ფიფქები. ეკოჯგუფის მიზანი იყო ეჩვენებინა მოსწავლეებისათვის ქაღალდის და პლასტმასის ნაწარმის ხელახალი გამოყენების მაგალითი.



ჩემს შესახებ