суббота, 5 апреля 2014 г.

ექსკურსია პლანეტარიუმში

4 აპრილს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პლანეტარიუმის დასათვალიერებლად. ბატონმა გიორგი კობერიძემ მოსწავლეებს გააცნო საინტერესო მასალა მზის სისტემის, ირმის ნახტომის და სხვა ციური სხეულების შესახებ. გუმბათისებურ ეკრანზე მათ ნახეს პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობა, მზის და მთვარის დაბნელება.
.

Комментариев нет:

ჩემს შესახებ