вторник, 17 ноября 2009 г.

ჭალის ტყე-სტეპის მარგალიტი



  1. პროექტის სახელი: ჭალის ტყე- სტეპის მარგალიტი
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სტეპურ ლანდშაფტში გავრცელებულ ჭალის ტყეებს და დაადგენენ, რომ ტყეები სტეპებში-ეს ცოცხალი მონუმენტებია, რომელიც თავისებურ ხიბლს ფენს გარემოს.
  3. პროექტის სრული აღწერა: მცენარეულ ეკოსისტემებს შორის ადამიანის ზემოქმედება ყველაზე კატასტროფულად განიცადეს სტეპებმა, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში. დღეს უკვე ძვირი გვიჯდება წარსულის შეცდომების ანაზღაურება. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ ტყის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. დაადგინონ, რატომ შეიცვალა მათი ფართობი განსაკუთრებით ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. განსაზღვრონ სტეპების გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე. მოახდინონ საქართველოს სტეპების შედარება ტროპიკულ სავანებთან და ზომიერი განედების ტყესტეპებთან და სტეპებთან. შეისწავლონ ჭალის ტყეების გავრცელების არეალი სტეპებში, რომლებიც განსაკუთრებით დასაფასებელია არიდული რეგიონებისათვის. არიდულ რეგიონებში კი, როგორც ვიცით იგი ძირითადად მდინარეთა სანაპირო ზოლში გვხვდება. შესაბამისად მოახდინონ მდ. ხრამის,ალგეთის, მტკვრის, არაგვის და სხვა მდინარეების ხეობების შესწავლა და მათი დახასიათება. განსაზღვრონ სახეობები რომლებიც ქმნიან ჭალის ტყის ლანდშაფტის მცენარეულობის ფონს. შეისწავლონ მათი სამეურნეო მნიშვნელობა. შექმნან ჭალის ტყის რუკა აღმოსავლეთ საქართველოს სტეპური ლანდშაფტის ფონზე.
  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: IX კლასი
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. სტეპებისა და ჭალის ტყეების დახასიათების საფუძველზე დაადგინონ, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ტყე არიდული რეგიონებისათვის. ფოტომასალების შექმნის საფუძველზე ფოტოგამოფენის მოწყობა. დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:
    შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა საქართველოს არიდული რეგიონის ლანდშაფტებზე. გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარი. მასალებს განათავსებენ ბლოგზე. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას. თავიანთ მოძიებულ ინფორმაციას გააცნობენ სხვებს.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას. გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით პროექტს.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში. გეოგრაფიაში შეისწავლიან საქართველოს არიდული რეგიონებისათვის დამახასიათებელ ლანდშაფტებს. ბიოლოგიაში გაეცნობიან ფლორას და ფაუნას. მათემატიკაში გამოთვლიან ჭალის ტყის გავრცელების არეალს მდინარის ხეობაში. მასშტაბის მიხედვით ისწავლიან რუკის შედგენას. ქართულში მოიძიებენ ნაწარმოებებს, რომლებიც ბუნებასთან არის დაკავშირებული. ინფორმატიკის მეშვეობით გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს.
  11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია მაძღარაშვილი
  12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.madzgarashvili@gmail.com

среда, 11 ноября 2009 г.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე







10 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პლანეტარიუმის დასათვალიერებლად. ქალბატონმა ციალა ერაძემ მოსწავლეებს გააცნო საინტერესო მასალა მზის სისტემის, ირმის ნახტომის და საერთოდ ციური სხეულების შესახებ. ბავშვებმა ნახეს მზის და მთვარის დაბნელება.

пятница, 16 октября 2009 г.

ქიზიყის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების ჩართვა ტურიზმის განვითარებაში



პროექტის მოკლე აღწერა
: ქიზიყის ისტორიული მხარის შესწავლა და პოპულარიზაცია.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს-ქიზიყს. მოიძიებენ მასალებს ამ რეგიონის შესახებ: ღირსშასანიშნაობებს, კულტურას, ცნობილ ადამიანებს და სხვა. შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს. შეისწავლიან ქიზიყს გეოგრაფიული თვალსაზრისით. გაეცნობიან ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს. მოახდენენ ქიზიყის, როგორც საკურორტო და ტურისტული ზონის პოპულარიზაციას.
მონაწილეთა ასაკი:IX-XI კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალების მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიოებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელექტრონული ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას
: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ბუკლეთი, ალბომი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, რუკების შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ კუთხის ისტორიულ -გეოგრაფიული ძეგლების მოკლე აღწერას, შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს. ეს ხელს შეუწუობს უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები, ისწავლიან ბუნების სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია,ლიტერატურა, ხელოვნება, მათემატიკა.
გეოგრაფია- შეისწავლიან ქიზიყის გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფის ფორმებს, ჰიდროგრაფიულ ქსელს. "Google Earth"-ის პროგრამის საშუალებით დაადგენენ რეგიონის გეოგრაფიულ კოორდინატებს, შეძლებენ რუკების, ცხრილების შედგენას, დიაგრამების აგებას.მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
ისტორია- ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას. გამოიკვლევენ ისტორიული ძეგლის არქიტექტურას, წარმოშობას და ასაკს.
ლიტერატურა- მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს, ტოპონიმებს.
ტრადიციები: შეისწავლიან ქიზიყის კუთხის ადათ-წესებს.
მათემატიკა- გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, სიღრმეს,ისწავლიან მასშტაბის გამოყენებით რუკის შედგენას.
ხელოვნება- გაეცნობიან ქიზიყის შვილებს-ფიროსმანს და მიქაელ მხატვარს.
პროექტის ფასილიტატორი: მაია მაძღარაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: m.madzgarashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://m-madzgarashvili.blogspot.com/

ჩემს შესახებ