რომელი ნახევარსფეროა უფრო ცივი?
ხშირად საზოგადოებაში დავის საკითხი ხდება, რომელი ნახევარსფეროა უფრო ცივი ჩრდილოეთი თუ სამხრეთი. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა 3 პასუხი მოისმინოთ:
ა).ჩრ პოლუსსზე უფრო ცივა.
ბ). სმ. პოლუსზე უფრო ცივა.
გ). ორივე პოლუსზე ერთნაირი ტემპერატურაა.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ ორი ფაქტორი:
1). არქტიკა მსოფლიო ოკეანის ნაწილია; 2). ანტარქტიდა კონტინენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდა 7%-ით მეტ სითბოს იღებს ზახულში, ვიდრე არქტიკა, სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატი უფრო მკაცრია, ვიდრე ჩრდილოეთის. ამის მიზეზი პირველ რიგში არის ის, რომ არქტიკის ყინული წყლის ზედაპირზეა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითბოს აგროვებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ზაფხულის ბოლოს ეს სითბო გადაეცემა როგორც ატმოსფეროს, ასევე ყინულის საფარს. წყლის გათბობა ხელს უწყობს მყინვარების დამატებით დნობას. ანტარქტიდის ყინული მდებარეობს კონტინენტის ზედაპირზე, რომელიც გაცილებით ნელა თბება. ამავე დროს, კონტინენტზე გვხვდება მაღალი მთები, რაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობით თოვლის დაგროვებას ზედაპირზე.
1.https://meteo59.ru/book/klimat/kakoj-polyus-xolodnee.php
2.https://www.meteovesti.ru/news/63358569074-yuzhnom-polyuse-zemli-namnogo-holodnee-na-severnom
ელია ეზბეთელის სახ. ტაძარი ელიას მთაზე დედოფლისწყაროში.
ქოჩების ტბა 2004 წელს
ქოჩების ტბა 2015 წელს
Комментариев нет:
Отправить комментарий