საგანი: გლობალური გეოგრაფია
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, XI
გაკვეთილის თემა: "პედოსფეროს ეკოლოგია"
ესგ-ით მისაღწევი შედეგები: გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ვიზუალურ მასალებზე დაყრდნობით შეძლებენ ინფორმაციის სწორად მოძიებას და დამუშავებას, გააანალიზებენ პედოსფეროს გლობალური პრობლემებს და დასახავენ მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს.
აქტივობების აღწერა:
გაკვეთილის დასაწყისში პედაგოგი მოსწავლეებს უსვავს კითხვას: რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ნიადაგი?
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცელს, რომელზეც მოცემულია შემდეგი რესურსები: სქემა - „პესტიციდების გავლენა გარემოზე“, „მსოფლიოს ნიადაგების რუკა“ და სვეტოვანი დიაგრამა-„პესტიციდების გამოყენება საქართველოში“ და სთხოვს გააანალიზოს ისინი და მოცემული რესურსების საფუძველზე დაწერონ ესე „პესტიციდების გავლენა ლოკალურ დ გლობალურ დონეზე“.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|
1.
|
დასაწყისში პედაგოგი
მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
|
საერთო საკლასო
|
3 წთ.
|
|||
2.
|
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს სტიქიური კატასტროფების თემასთან დაკავშირებით
ურიგდებათ BINGO-ს ბარათები, სადაც მოცემულია ცხრილი და ტერმინების ჩამონათვალი. მოსწავლეები
ინდივიდუალურად შეავსებენ ბინგოს ცხრილს. (რაიმე
თანმიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის); მასწავლებელი წაიკითხავს თითოეულ ტერმინის
განმარტებას. მოსწავლეები X-ით მონიშნავენ იმას,
რომელიც განმარტებას შეესაბამება. 4 უჯრის ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალზე
შევსებისას დაიძახებენ სიტყვას „ბინგო“.
სამი მონაწილე, რომლებმაც პირველი დაამთავრეს ბინგოს შევსება, აცნობს ჯგუფს თავის
ნამუშევარს.
|
ლექსიკური BINGO
|
საერთო საკლასო
|
სამუშაო ფურცელი
N1,
კალამი
|
12 წთ.
|
|
3
|
ახალ მასალის ახსნამდე, თემის დაინტერესების
მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ამ მასალასთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ
ინფორმაციას.
|
გეოგრაფიული ინფორმაციის
გაცნობა
|
საერთო საკლასო
|
„სლაიდშოუ“, კომპიუტერი
|
3 წთ.
|
|
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უტარებს ინტერაქტიურ მინი ლექციას. პერიოდულად, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვის
მიზნით, უსვავს სხვადასხვა კითხვებს, მაგ:
1. რომელი სფეროებისგან შედგება გეოგრაფიული გარსი?
2. რა პრობლება შეიძლება გამოიწვიოს დედამიწაზე ერთი რომელიმე გარსის შეცვლამ?
ლექციის ბოლოს მასწავლებელი აუდიტორიას აჩვენებს რამდენიმე სურათს, რათა
მოსწავლეებმა დაადგინონ, ლოკალურ, რეგიონულ,
თუ გლობალურ დონეზე ტექნოგენური კატასტროფის გავრცელების არეალი.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
|
7 წთ.
|
|
5.
|
ახალი მასალი განმტკიცების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად
და თითოეულს აძლევს დავალებას კითხვებით:
1.რა პრობლემას ხედავთ აღნიშნული ილუსტრაციების მეშვეობით?
2. რა გავლენას ახდენს გარემო პირობებზე ილუსტრაციებზე მოცემული პრობლემა?
3. როგორ დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები?
ჯგ. N1 „რადიოაქტიური დაბინძურედბა“
ჯგ.N2 „პესტიციდებით აბინძურება“
ჯგ. N3 „მჟავა წვიმებით დაბინძურება“
ჯგ.N4“ნავთობპროდუქტებით დაბინძურება“
მოსწავლეები დავალებას განიხილავენ საქართველოსთან კონტექსტში.
დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფები ახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
|
წერითი სამუშაო
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
სამუშაო ფურცელი
N2, „ფლიპჩარტი“, მარკერები
|
12 წთ.
|
|
6
|
მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს შეფასების ინსტრუმენტს - „სამიზნეს“. იგი
დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ. 1-ლ სექტორში
შინაარსის შეფასება, მე-2-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; მე-3-ში-პედაგოგის
საქმიანობის შეფასება, ხოლო მეოთხეში-საკუთარი ჯგუფის საქმიანობის შეფასება. თითოეული
ჯგუფი ოთხივე სექტორში გააკეთებს აღნიშვნას (წერტილი, პლიუსი ან მაგნიტი), რომელიც
შეესაბამება მათი შედეგების შეფასებას.
მას შემდეგ, რაც თითოეული ჯგუფი
აღნიშნავს 4 წერტილს, მასწავლებელი რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების
მიხედვით ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
რეფლექსიური „სამიზნის“ ანალიზი
|
შეფასების ინსტრუმენტი
„სამიზნე“
|
5 წთ.
|
||
7.
|
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.
|
საშინაო დავალება
|
ინდივიდუალური
|
ინტერნეტი, სამეცნიერო
ლიტერატურა და სხვა;
|
3 წთ.
|
- სხვადასხვა გეოგრაფიული
საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, მათ
შორის მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად
მიმართულებებს;
- ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ გეოეკოლოგიურ
პრობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის
პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით
(გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
1
|
2
|
3
|
4
|
|
ვიზუალურ მასალაზე
დაყრდნობით ინფორმაციის სწორად მოძიებისა და დამუშავების უნარი
|
უჭირს ინფორმაციის სწორად მოძიება ვიზუალურ მასალაზე
დაყრდნობით;
|
ნაწილობრივ ახდენს ინფორმაციის მოძიებას ვიზუალურ
მასალაზე დაყრდნობით;
|
უმეტესად ახდენს ინფორმაციის მოძიებას ვიზუალურ
მასალაზე დაყრდნობით;
|
სწორად მოიძიებს ინფორმაციას ვიზუალურ მასალაზე
დაყრდნობით;
|
მსოფლიო გლობალური პრობლემების
გაანალიზებისა და მისი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
|
არ აქვს მსოფლიო გლობალური პრობლემების გაანალიზების
და მისი გადაჭრის გზების დასახვის
უნარი;
|
შეუძლია მსოფლიო გლობალური
პრობლემის გაანალიზება, მაგრამ არ აქვს მისი
გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
|
შეუძლია მსოფლიო გლობალური
პრობლემის გაანალიზება, მაგრამ მისი
გადაჭრის გზების ძიების დროს უშვებს მცირე შეცდომებს;
|
ახდენს მსოფლიო გლობალური პრობლემის გაანალიზებას და პოულობს
მისი გადაჭრის საუკეთესო გზებს;
|
ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები
თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
|
2
|
ჯგუფი პრეზენტაციისას
წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს
შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|
Комментариев нет:
Отправить комментарий