пятница, 19 декабря 2014 г.

ღია გაკვეთილი-სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები

17 დეკემბერს №51 საჯარო სკოლაში, XI კლასში, ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში-"სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები".

воскресенье, 13 апреля 2014 г.

სტუმრად №51 საჯარო სკოლაში

   პროექტი "სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით" ამჯერად განხორციელდა №51 საჯარო სკოლაში. 2014 წლის 11 აპრილს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი "გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება". VIII2 კლასის მოსწავლეებმა ნახეს ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონიოს მოთხრობის "ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა" ეკრანიზაცია. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ლალი თანიაშვილმა გეოგრაფიის მასწავლებელ-მაია მაძღარაშვილთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით კლასში მოაწყო დისკუსია.
 



суббота, 5 апреля 2014 г.

ექსკურსია პლანეტარიუმში

4 აპრილს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პლანეტარიუმის დასათვალიერებლად. ბატონმა გიორგი კობერიძემ მოსწავლეებს გააცნო საინტერესო მასალა მზის სისტემის, ირმის ნახტომის და სხვა ციური სხეულების შესახებ. გუმბათისებურ ეკრანზე მათ ნახეს პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობა, მზის და მთვარის დაბნელება.
.

ჩემს შესახებ