- პროექტის სახელი: ჭალის ტყე- სტეპის მარგალიტი
- პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სტეპურ ლანდშაფტში გავრცელებულ ჭალის ტყეებს და დაადგენენ, რომ ტყეები სტეპებში-ეს ცოცხალი მონუმენტებია, რომელიც თავისებურ ხიბლს ფენს გარემოს.
- პროექტის სრული აღწერა: მცენარეულ ეკოსისტემებს შორის ადამიანის ზემოქმედება ყველაზე კატასტროფულად განიცადეს სტეპებმა, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში. დღეს უკვე ძვირი გვიჯდება წარსულის შეცდომების ანაზღაურება. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ ტყის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. დაადგინონ, რატომ შეიცვალა მათი ფართობი განსაკუთრებით ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. განსაზღვრონ სტეპების გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე. მოახდინონ საქართველოს სტეპების შედარება ტროპიკულ სავანებთან და ზომიერი განედების ტყესტეპებთან და სტეპებთან. შეისწავლონ ჭალის ტყეების გავრცელების არეალი სტეპებში, რომლებიც განსაკუთრებით დასაფასებელია არიდული რეგიონებისათვის. არიდულ რეგიონებში კი, როგორც ვიცით იგი ძირითადად მდინარეთა სანაპირო ზოლში გვხვდება. შესაბამისად მოახდინონ მდ. ხრამის,ალგეთის, მტკვრის, არაგვის და სხვა მდინარეების ხეობების შესწავლა და მათი დახასიათება. განსაზღვრონ სახეობები რომლებიც ქმნიან ჭალის ტყის ლანდშაფტის მცენარეულობის ფონს. შეისწავლონ მათი სამეურნეო მნიშვნელობა. შექმნან ჭალის ტყის რუკა აღმოსავლეთ საქართველოს სტეპური ლანდშაფტის ფონზე.
- მონაწილეთა ასაკი/კლასები: IX კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. სტეპებისა და ჭალის ტყეების დახასიათების საფუძველზე დაადგინონ, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ტყე არიდული რეგიონებისათვის. ფოტომასალების შექმნის საფუძველზე ფოტოგამოფენის მოწყობა. დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:
შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა საქართველოს არიდული რეგიონის ლანდშაფტებზე. გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარი. მასალებს განათავსებენ ბლოგზე. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას. თავიანთ მოძიებულ ინფორმაციას გააცნობენ სხვებს. - სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას. გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით პროექტს.
- სამუშაო ენა: ქართული
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში. გეოგრაფიაში შეისწავლიან საქართველოს არიდული რეგიონებისათვის დამახასიათებელ ლანდშაფტებს. ბიოლოგიაში გაეცნობიან ფლორას და ფაუნას. მათემატიკაში გამოთვლიან ჭალის ტყის გავრცელების არეალს მდინარის ხეობაში. მასშტაბის მიხედვით ისწავლიან რუკის შედგენას. ქართულში მოიძიებენ ნაწარმოებებს, რომლებიც ბუნებასთან არის დაკავშირებული. ინფორმატიკის მეშვეობით გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს.
- პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია მაძღარაშვილი
- პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.madzgarashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий