воскресенье, 13 апреля 2014 г.

სტუმრად №51 საჯარო სკოლაში

   პროექტი "სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით" ამჯერად განხორციელდა №51 საჯარო სკოლაში. 2014 წლის 11 აპრილს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი "გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება". VIII2 კლასის მოსწავლეებმა ნახეს ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონიოს მოთხრობის "ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა" ეკრანიზაცია. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ლალი თანიაშვილმა გეოგრაფიის მასწავლებელ-მაია მაძღარაშვილთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით კლასში მოაწყო დისკუსია.
 



Комментариев нет:

ჩემს შესახებ