понедельник, 3 декабря 2012 г.

ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში




   სწავლების ყველა ინოვაციური მეთოდი დაფუძნებულია იმაზე, რომ შეიქმნას საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურისი საგაკვთილო პროცესში მასალის უკეთ ათვისაებისა და განხორციელებისათვის. მოსწავლის მოტივაციის ამაღლება ყველა პედაგოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. სწორად შერჩეული ვიზუალური მასალები, პრეზენტაციები, ჯგუფებში თამაში იწვევს როგორც მოსწავლის დაინტერესებას საგნით,მ ისე მის უკეთ ათვისებას. საჩვენებელი მასალები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, რადგან საგნის ათვისება მოსწავლისათვის გულისხმობს არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნას და მის შენახვას დიდი ხნის განმავლობაში.                                                                                                                                                                           ინოვაციურ მეთოდებს მიეკუთვნება: საგანმანათლებლო თამაშების აქტიური გამოყენება,რაც ხშირად გამოიყენება წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
  2012 წლის 30 ნოემბერს  IX კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა ქალბატონმა მაია მაძღარაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი სახელწოდებით ”სავაჭრო ურთიერთობის განვითარება ძველ კოლხეთსა და საბერძნეთს შორის”,  სადაც რესურსად გამოყენებული იქნა მის მიერვე შექმნილი ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები ” მოგზაურობა კოლხეთში” და ”საქართველოს რუკა”. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი-ქ-ნი მანანა გიორგაძე, სასწავლო ნაწილი-ქ-ნი მზია თედორეძე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ქ-ნი ნანა ბოლაშვილი, ”ახალი სკოლის” გეოგრაფიის მასწავლებელი ქ-ნი ბელა ბიჩინაშვილი და სხვები.
        გაკვეთილის მიზანი:
1.      ელექტრონული თამაშის გამოყენების საფუძველზე მოიპოვო საჭირო ინფორმაცია ძველი კოლხეთისა და საბერძნეთის შესახებ.
2.      არქეოლოგიური და სხვა მოძიებული მასალების საფუძველზე  განსაზღვრონ მეურნეობის დარგები ძველ კოლხეთში.    
     ამოცანები;
      მოსწავლეებმა დაადგინონ:
·         რა გეოგრაფიულ ობიექტებს გადიოდნენ ბერძენი ვაჭრები ათენიდან ფაზისამდე?

·         განისაზღვროს, თუ რა წარმოადგენდა ექსპორტ-იმპორტის საგანს ბერძნულ ქალაქებსა და კოლხ მოსახლეობას შორის?

·         მოახდინონ საქართველოს ძველი და თანამედროვე დასახლებული პუნქტების დაწყვილება.

·         განსაზღვრონ მოცემული ქალაქის (ფაზისის) გეოგრაფიული კოორდინატები.

·         გააანალიზონ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქების სამეურნეო დანიშნულება.

Комментариев нет:

ჩემს შესახებ