вторник, 23 апреля 2019 г.

დედამიწის დღე

2019 წლის 22 აპრილს N51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მათ მოაწყეს პლაკატების გამოფენა და  წარმოადგინეს პრეზენტაციები დედამიწის თემაზე.



 

 

 

 


четверг, 15 июня 2017 г.

საწარმოო ტური რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

2017 წლის 14 ივნისს თბილისის N51 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები საქართველოს გეოგრაფიის პედაგოგთა ასოციაციის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. მათ დაათვალიერეს ფოლადსადნობი საამქრო. მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ქარხნის დაარსების, სამუშაო პროცესების და სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ.








понедельник, 2 января 2017 г.

საერთაშორისო პროექტი „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“



  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს, რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებისგაცნობის მიზნით. გაკვეთილი ჩატარდა მთელს მსოფლიოში კონკრეტულ დღეებში ერთდროულად მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში. პროექტში მონაწილეობას ღებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა წყვილები. გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო 2016 წლის 19-23 სექტემბერის კვირაში.  ღონისძიება ეძღვნებოდა გენდერული თანასწორობის თემას. გაკვეთილის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საშუალო სკოლის (X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. 

N51 საჯარო სკოლა შეუერთდა პროექტს და 2016 წლის 21-22 სექტემბერს XI2 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა-მაია მაძღარაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა-მაია ლომიშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი - „From Where I Stand“. მოსწავლეებმა  შეასრულეს დავალებები და საგაკვეთილო პროცესშივე გადააგზავნეს თავიანთი ნამუშევარი ინტერნეტით. ამავე დროს  მოხდა გაკვეთილის ვიდეო-გადაღება და 3-4 წუთის მოცულობის ვიდეოკლიპის მომზადება.

ვიდეო-კლიპი:
https://drive.google.com/file/d/0B8TBzV3vLAFcb3lqLUNNOTAyTE0/view?


















среда, 9 ноября 2016 г.

ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 9 ნოემბერს გ. ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერი რუკების გამოფენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ მოისმინეს ქალბატონ დალი ნიკოლაიშვილის ლექცია, დაათვალიერეს სხვადასხვა გეოგრაფების მიერ შექმნილი ხელით შექმნილი რუკები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

ჩემს შესახებ