четверг, 19 декабря 2013 г.

ეკო კლუბი

   ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების და ესთეტიკის კათედრის ინიციატივით შეიქმნა ეკო კლუბი, რომლის მიზანია გარემსდასცვითი განათლების დამკვიდრება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება სკოლაში. ეკო კლუბის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას   ღებულობენ სკოლის თვითმმარეთველობის ჯგუფის წევრები.
         1. გარემოსდაცვითი განათლება:
        ეკო კლუბის ინიციატივით VIII-XI კლასის მოსწავლეებმა ნახეს ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები. 
         2. გარემოსდაცვითი ღონისძიებები:
         ა). სკოლის მოსწავლეებმა ვეფ-ფვერდზე დადეს ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი კითხვები და მოახდინეს შედეგების ანალიზი;
          ბ). 19 დეკემბერს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მუყაოს ყუთისგან შექმნეს საახალწლო ნაძვის ხე, ხოლო ერთჯერადი ჭიქების და ბოთლებისგან ნაძვის ხის მოსართავი ფიფქები. ეკოჯგუფის მიზანი იყო ეჩვენებინა მოსწავლეებისათვის ქაღალდის და პლასტმასის ნაწარმის ხელახალი გამოყენების მაგალითი.



пятница, 15 ноября 2013 г.

ღია გაკვეთილი - "განვითარებადი ქვეყნები და დემოკრატია"

    2013 წლის 14 ნოემბერს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში (პედ. მაია მაძღარაშვილი), სამოქალაქო განათლებასა (პედ: ეკა ცივქარაშვილი) და მათემატიკაში (პედ. ნინო თავბერიძე). სასწავლო რესურსად გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფილმები:"ლიბერიელი რკინის ქალბატონები" და "სკეიტისტანი". ჩატარებიული გაკვეთილი წარმოადგენს პროექტის ნაწილს, რომელიც ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას - „ერთი მსოფლიო სკოლებში“, რომელიც ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2003 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში  2011 წლიდან ხორციელდება. გაკვეთილს ესწრებოდა ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ წარმომადგენელი ჩეხეთიდან ქალბატონი სარკა ზარადნიკოვა.
     დოკუმენტური ფილმებით სწავლება მოსწავლეს ეხმარება აქტუალური საკითხების გაცნობაში, რომლებიც რეალურ ამბებზეა აგებული. ზრდის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას, ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა მსჯელობის, ანალიზის, საკუთარი აზრის გამოხატვის, თანამშრომლობის, პრეზენტაციისა და სხვა .
X კლასის მოსწავლე: კახა თხილიშვილი

X კლასის მოსწავლე: მარი გაბრიჭიძე
ქალბატონი: სარკა ზარადნიკოვა


ჯგუფური მუშაობა
X კლასის მოსწავლეები: ვერიკო დაბრუნდაშვილი
და თორნიკე ბლიაძე
X კლასის მოსწავლე: ნინო ნემსაძე




среда, 2 октября 2013 г.

გვახსოვდეს აფხაზეთი!..


 


 ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ესთეტიკის კათედრასთან ერთად 2013-2014 სასწავლო წლის სექტემბერში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით "გვახსოვდეს აფხაზეთი".  პედაგოგებმა მოსწავლეებს დაავალეს მოეძიებინათ ინფორმაცია აფხაზეთზე,  მოეპოვებინათ მასალები იქ არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებსა და  ისტორიულ ძეგლებზე, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე წმინდა ბერებზე, შეექმნათ  კედლის გაზეთი. IX კლასის მოსწავლემ მარიამ ხარებავამ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე “აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ზეგლები“(პედაგოგი-ეკა ცივქარაშვილი),  X კლასის მოსწავლემ ლევან მღებრიშვილმა - „აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება“, კახა თხილიშვილმა - „აფხაზეთი, როგორც რეკრეაციული ზონა“ (პედაგოგი-მაია მაძღარაშვილი). ღონისძიების ბოლოს ისტორიისა და რელიგიის პედაგოგმა ბატონმა ლევან ბუკიამ მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ვიდეო-მასალა აფხაზეთის შესახებ. ესთეთიკის კათედრა(პედაგოგი-ელენე კერესელიძე) მოსწავლეებს მიეხმარა კედლის გაზეთის შექმნაში.





вторник, 25 июня 2013 г.

ღია გაკვეთილი: „ტურისტული უნარ-ჩვევები და მათემატიკა“

 11 ივნისს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში IV კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი „ტურისტული უნარ-ჩვევები და მათემატიკა“.

გაკვეთილის მიზანი:
1.შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
2. სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებების (დიაფრამა, რუკა, ფოტოები და სხვა) გამოყენება და მისი ანალოგის შექმნა;
3. კომუნიკაციის უნარის გამომუშავება;
4. შემოქმედებითი აზროვნების უნარის გამომუშავება;

ამოცანები: 
მოსწავლეებმა მოახდინონ;
1.  ლაშქრობისათვის  მარშრუტის შერჩევა; 
2. რუკის დახმარებით  მარშრუტის შედგენა; 
3. შერჩეული დასალაშქრი ობიექტის ჰორიზონტის მხარის, აზიმუტის განსაზღვრა და მანძილის გამოთვლა მასშტაბის მეშვეობით; 
4. წარმოსახვითი მოგზაურობა არჩეულ ობიექტამდე საგზაო ნიშნების გამოყენებით, ზუსტი მანძილის დადგენა და შედარება მასშტაბით განსაზღვრულ მანძილთან; 
5. მოგზაურობისათვის საჭირო დროის განსაზღვრა;

понедельник, 29 апреля 2013 г.

ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება

 23 აპრილს გეოგრაფიულ საზოგადოებაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს წმ. ნიკოლოზის სკოლის VII, IX  და  XI კლასის მოსწავლეებმა. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატომა დალი ნიკოლაიშვილმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები.




22 აპრილი დედამიწის დღეა


  დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის კვირეული. იგი გაიხსნა 19 აპრილს. პირველ ეტაპზე სკოლაში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით "დედამიწა ჩვენი სახლია", სადაც VII-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. მეორე ეტაპზე - 22 აპრილს -  სკოლის ეზოში დაირგა სხვადასხვა სახეობის მცენარე.





მოსწავლეთა ერთ-ერთი ნამუშევრი: "გავუფრთხილდეთ ადამიანის ფილტვებს"
https://docs.google.com/presentation/d/1Isa2AMPdXtddfs-dgCA13oiviuUO5H8k7aqZNrKsaGw/pub?start=false&loop=false&delayms=3000

ისტ-ის როლი და მიზნები გეოგრაფიაში

2013 წლის 16 აპრილს მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე ისტ-ის როლი და მიზნები გეოგრაფიაში.





ჩემს შესახებ