თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის ინიციატივით 9-10 აპრილს მოეწყო ორდღიანი ლაშქრობა ვაშლოვანის ნაკრძალში. ლაშქრობის მიზანი იყო პროექტის (”ქიზიყის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების ჩართვა ტურიზმის განვითარბაში”) გაგრძელება.
პროექტის სახელწოდება: საქართველოს დაცული ტერიტორიების ჩართვა ტურიზმის განვითარებაში
პროექტის მონაწილეები: X კლასის მოსწავლეები
მასწავლებლები: მაია მაძღარაშვილი (გეოგრაფიის პედაგოგი), ტანია შესტაკოვა (ინგლისურის მასწავლებელი), შალვა თევზაძე (ფიზკულტურის მასწავლებელი)
პროექტის მიზანი: ვაშლოვანის ნაკრძალის შესწავლა და პოპულარიზაცია
პროექტის ამოცანები:
- ნაკრძალის შესახებ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გაცნობა
- ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შესწავლა
- ვებ-გვერდის შექმნა
- ნაკრძალის, როგორც ტურისტული ზონის პოპულარიზაცია