вторник, 23 апреля 2019 г.

დედამიწის დღე

2019 წლის 22 აპრილს N51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მათ მოაწყეს პლაკატების გამოფენა და  წარმოადგინეს პრეზენტაციები დედამიწის თემაზე.



 

 

 

 


четверг, 15 июня 2017 г.

საწარმოო ტური რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

2017 წლის 14 ივნისს თბილისის N51 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები საქართველოს გეოგრაფიის პედაგოგთა ასოციაციის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. მათ დაათვალიერეს ფოლადსადნობი საამქრო. მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ქარხნის დაარსების, სამუშაო პროცესების და სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ.








понедельник, 2 января 2017 г.

საერთაშორისო პროექტი „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“



  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს, რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით. გაკვეთილი ჩატარდა მთელს მსოფლიოში კონკრეტულ დღეებში ერთდროულად მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში. პროექტში მონაწილეობას იღებდენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა წყვილები. გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო 2016 წლის 19-23 სექტემბერის კვირაში.  ღონისძიება ეძღვნებოდა გენდერული თანასწორობის თემას. გაკვეთილის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საშუალო სკოლის (X, XI, XII) კლასის მოსწავლეები. 

N51 საჯარო სკოლა შეუერთდა პროექტს და 2016 წლის 21-22 სექტემბერს XI2 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა-მაია მაძღარაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა-მაია ლომიშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი - „From Where I Stand“. მოსწავლეებმა  შეასრულეს დავალებები და საგაკვეთილო პროცესშივე გადააგზავნეს თავიანთი ნამუშევარი ინტერნეტით. ამავე დროს  მოხდა გაკვეთილის ვიდეო-გადაღება და 3-4 წუთის მოცულობის ვიდეოკლიპის მომზადება.

ვიდეო-კლიპი:
https://drive.google.com/file/d/0B8TBzV3vLAFcb3lqLUNNOTAyTE0/view?


















среда, 9 ноября 2016 г.

ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 9 ნოემბერს გ. ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერი რუკების გამოფენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ მოისმინეს ქალბატონ დალი ნიკოლაიშვილის ლექცია, დაათვალიერეს სხვადასხვა გეოგრაფების მიერ შექმნილი ხელით შექმნილი რუკები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

пятница, 9 сентября 2016 г.

ტრენინგი-"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით"

2016 წლის 6-9 სექტემბერს მასწავლებლის სახლში ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის ოფისის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით და სართაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" მიერ ჩატარდა ტრენინგი-"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით".

ტრენინგი-"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით"

2016 წლის 6-9 სექტემბერს მასწავლებლის სახლში ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის ოფისის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით და სართაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" მიერ ჩატარდა ტრენინგი-"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით".

среда, 2 марта 2016 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი - "To read a map"

გაკვეთილის გეგმა - "გეოგრაფიული კოორდინატები"

2015 წლის 25 ნოემბერს სსიპ გ. ტაბიძის სახელობის N51საჯარო სკოლის VII5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში. გაკვეთილის თემა იყო “გრადუსთა ბადე და გეოგრაფიული კოორდინატები”.

суббота, 5 декабря 2015 г.

ღია გაკვეღილი-How to Read a Map

 2015 წლის 26 ნოემბერს N51 საჯარო სკოლაში VII კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში. გაკვეთილის მიზანი იყო რუკის გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა; მასშტაბის გამოყენებით მანძილის გამოთვლა; ტოპოგრაფიული რუკის გამოყენებით მარშრუტების დადგენა; გეოგრაფიული ტერმინოლოგიის შესატყვისი ინგლისური თარგმანის გამოყენება რუკების წაკითხვისა და გეოგრაფიული აქტივობების შესასრულებლად.




                                                                      



                                                                                                                  
                                             
                                                                       


                                                                                                                          

воскресенье, 21 июня 2015 г.

суббота, 16 мая 2015 г.

ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში

2015 წლის 14 მაისს 51 საჯარო სკოლაში მეათე კლასში ჩატარდა ღია შემაჯამებელი გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში. თემაზე:"ევროპის სახელმწიფოები".

пятница, 19 декабря 2014 г.

ღია გაკვეთილი-სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები

17 დეკემბერს №51 საჯარო სკოლაში, XI კლასში, ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და რუსულ ენაში-"სახელმწიფოთა ტიპოლოგია და საერთაშორისო ორგანიზაციები".

ჩემს შესახებ