четверг, 24 мая 2018 г.


სამოდელო გაკვეთილი N2
გვარი, სახელი: მაია მაძღარაშვილი
საგანი: გლობალური გეოგრაფია
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, XI
მოსწავლეთა რაოდენობა: 30                           
გაკვეთილის თემა: ტექტოგენური კატასტროფები
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით შეძლებენ ინფორმაციის სწორად  მოძიებას, განსაზღვრავენ, თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანი (ნავთობის ჩაღვრა ოკეანეში, პესტიციდები, მჟავური წვიმები და სხვა) გარემო პირობებზე და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1.
დასაწყისში პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.

საერთო საკლასო

3 წთ.
2.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს  სტიქიური კატასტროფების თემასთან დაკავშირებით ურიგდებათ BINGO-ს ბარათები, სადაც მოცემულია ცხრილი და ტერმინების ჩამონათვალი. მოსწავლეები  ინდივიდუალურად შეავსებენ ბინგოს ცხრილს. (რაიმე თანმიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის); მასწავლებელი წაიკითხავს თითოეულ ტერმინის განმარტებას. მოსწავლეები X-ით მონიშნავენ იმას, რომელიც განმარტებას შეესაბამება. 4 უჯრის ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალზე შევსებისას  დაიძახებენ სიტყვას „ბინგო“. სამი მონაწილე, რომლებმაც პირველი დაამთავრეს ბინგოს შევსება, აცნობს ჯგუფს თავის ნამუშევარს.

ლექსიკური  BINGO
საერთო საკლასო
სამუშაო ფურცელი N1,
კალამი
12 წთ.
3
ახალ მასალის ახსნამდე,  თემის დაინტერესების მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ამ მასალასთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
გეოგრაფიული ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
„სლაიდშოუ“, კომპიუტერი
3 წთ.
4
მასწავლებელი მოსწავლეებს უტარებს ინტერაქტიურ მინი ლექციას. პერიოდულად, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვის მიზნით,   უსვავს სხვადასხვა კითხვებს, მაგ:
1. რომელი სფეროებისგან შედგება გეოგრაფიული გარსი?
2. რა პრობლება შეიძლება გამოიწვიოს დედამიწაზე ერთი რომელიმე გარსის შეცვლამ?
ლექციის ბოლოს მასწავლებელი აუდიტორიას აჩვენებს რამდენიმე სურათს, რათა მოსწავლეებმა დაადგინონ,  ლოკალურ, რეგიონულ, თუ გლობალურ დონეზე ტექნოგენური კატასტროფის გავრცელების არეალი.
მინი ლექცია
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი
7 წთ.
5.
ახალი მასალი განმტკიცების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და თითოეულს აძლევს დავალებას კითხვებით:
1.რა პრობლემას ხედავთ აღნიშნული ილუსტრაციების მეშვეობით?
2. რა გავლენას ახდენს გარემო პირობებზე ილუსტრაციებზე მოცემული პრობლემა?
3. როგორ დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები?

ჯგ. N1 „რადიოაქტიური დაბინძურედბა“
ჯგ.N2 „პესტიციდებით აბინძურება“
ჯგ. N3 „მჟავა წვიმებით დაბინძურება“
ჯგ.N4“ნავთობპროდუქტებით დაბინძურება“

მოსწავლეები დავალებას განიხილავენ საქართველოსთან კონტექსტში.
დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფები ახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
წერითი სამუშაო



















პრეზენტაცია
ჯგუფური
სამუშაო ფურცელი N2, „ფლიპჩარტი“, მარკერები




12 წთ.
6
მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს შეფასების ინსტრუმენტს - „სამიზნეს“. იგი დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ. 1-ლ სექტორში შინაარსის შეფასება, მე-2-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; მე-3-ში-პედაგოგის საქმიანობის შეფასება, ხოლო მეოთხეში-საკუთარი ჯგუფის საქმიანობის შეფასება. თითოეული ჯგუფი ოთხივე სექტორში გააკეთებს აღნიშვნას (წერტილი, პლიუსი ან მაგნიტი), რომელიც შეესაბამება მათი შედეგების შეფასებას.
  მას შემდეგ, რაც თითოეული ჯგუფი აღნიშნავს 4 წერტილს, მასწავლებელი რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით  ახდენს მის მოკლე ანალიზს.
 რეფლექსიური „სამიზნის“ ანალიზი

შეფასების ინსტრუმენტი „სამიზნე“
5 წთ.
7.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.

საშინაო დავალება
ინდივიდუალური
ინტერნეტი, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა;
3 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, მათ შორის მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს;
  • ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
 შეფასების რუბრიკა


1
2
3
4
ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით ინფორმაციის სწორად მოძიებისა და დამუშავების უნარი
უჭირს ინფორმაციის სწორად მოძიება ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით;
ნაწილობრივ ახდენს ინფორმაციის მოძიებას ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით;
უმეტესად ახდენს ინფორმაციის მოძიებას ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით;
სწორად მოიძიებს ინფორმაციას ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით;
მსოფლიო გლობალური პრობლემების  გაანალიზებისა და  მისი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
არ აქვს მსოფლიო გლობალური პრობლემების გაანალიზების და მისი გადაჭრის გზების    დასახვის უნარი;
შეუძლია მსოფლიო   გლობალური პრობლემის გაანალიზება, მაგრამ არ აქვს  მისი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
შეუძლია მსოფლიო   გლობალური პრობლემის გაანალიზება, მაგრამ  მისი გადაჭრის გზების ძიების დროს უშვებს მცირე შეცდომებს;
ახდენს მსოფლიო გლობალური პრობლემის გაანალიზებას და პოულობს მისი გადაჭრის საუკეთესო გზებს;


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

                                                                 
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1



პედაგოგის შეფასების რუბრიკა
N
პედაგოგის აქტივობა/ქმედება

ქულა
1
მასწავლებელი იძლევა მკაფიო ინსტრუქციებს და ამოწმებს რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა ისინი;
2
2
მასწავლებელი თავაზიანია და გამოხატავს პატივისცემას მონაწილეების მიმართ;

2
3
მასწავლებელი ყოველთვის კორექტულია, ახერხებს უკუკავშირის პოზიტიურად ფორმულირებას არასწორი პასუხის შემთხვევაში;
2
4
კითხვის დასმისას მასწავლებელი მონაწილეს აძლევს მოსაფიქრებელ დროს და არ ცდილობს დაუყოვნებლივ მიმართოს იმავე შეკითხვით სხვა მონაწილეს;
2
5
მასწავლებელი მართავს დროს: ის ყოველთვის იძლევა ინსტრუქციას, თუ რამდენი დრო უნდა დაეთმოს მორიგი დავალების შესრულებას და მუშაობისას რამდენჯერმე ახსენებს მონაწილეებს, რამდენი დრო დარჩათ სამუშაოს შესრულებამდე;
2


გაკვეთილის შინაარსის შეფასების რუბრიკა
N
გაკვეთილის შინაარსის შეფასება
ქულა

1
გაკვეთილის შინაარსი საინტერესოა;
2

2
გაკვეთილის შინაარსი ადვილად აღქმადია მოსწავლეებისათვის;
2

3
თემა ორიენტირებულა მოსწავლის ასაკობრივ მახასიათებელზე;
2

4
შინაარსი კორექტულიაარ შეიცავს დაუსაბუთებელ თეორიებსა და ფაქტობრივ შეცდომებს;
2
5
თემის შინაარსი მოსწავლეთა უმრავლესობას აძლევს აქტივობებში რეგულარული და ნაყოფიერი მონაწილეობის შესაძლებლობას.
2



Комментариев нет:

ჩემს შესახებ